გაკვეთილის გეგმა
სკოლა
|
თბილისი.#217-ე საჯარო სკოლა
| |||
Mმასწავლებლის სახელი გვარი
|
მზია პირველი
| |||
გაკვეთილის თემა
|
ი. სურგულაძის -,,ქართული დარბაზი და მისი ტრადიციები“
| |||
სწავლის საფეხური
|
დაწყებითი კლასი
| |||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
18
| |||
ინტეგრირებული საგნები
|
ქართული
ბუნებისმცოდნეობა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
| |||
გაკვეთილის მიზანი (საგნების მიხედვით)
|
მოსწავლეები გაიგებენ,როგორი ტიპის საცხოვრებელი სახლია ,,ქართული დარბაზი.’’ გამოიკვლევენ, რა კავშირი აქვს მზის სიმბოლო ,,ბორჯღალს“ ქართულ დარბაზთან. გაარკვევენ, რატომ აშენებდნენ აღმოსავლეთ საქართველოში ქვითკირისა და დასავლეთ საქართველოში-ქვის სახლებს. განასხვავებენ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლიმატური თავისებურებების გამომწვევ მიზეზებს. შექმნიან ნახატებს თემაზე - ,,მითი და რეალობა.’’
განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების,საკვლევაძიებო, სოციალური და საკომუნიკაციო უნარ- ჩვევები.
| |||
გაკვეთილის მსვლელობა (საკლასო მენეჯმენტი )
|
საკლასო ოთახში მერხები განლაგდება ოთხ ჯგუფად.დაფაზე გამოიკვრება გაკვეთილის მიზანი და თემა. მოლბერტზე გამოიფინება მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები სახელწოდებით- ,,მითი და რეალობა.“
I ფაზა-გამოწვევა (პროვოცირება) (5-წთ)
მასწავლებელი სვამს პრობლემურ კითხვას ტექსტის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მოსწავლეები გამოყოფენ თხრობით (ნარატიული) და საინფორმაციო სახის ტექსტებს.ახდენს მათ შორის შედარება-შეპირისპირებას, რის შემდეგაც ფოკუსირება ხდება საინფორმაციო სახის ტექსტებზე და აღნიშნულ ტექსტში განთავსებულ ინფორმაციაზე, წინარე ცოდნის გააქტიურებისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების მიზნით. (დაფაზე კეთდება ,,გონებრივი იერიშის“ რუკა)
II ფაზა-შინაარსის რეალიზება (30 წთ.)
მოსწავლეები ინდივიდუალურად, ჯაჭვური თხრობით ახდენენ აღნიშნული ტექსტის შინარსის რეალიზებასა და მასწავლებელთან ერთად ,,ფოკუსირების წრის“ საშუალებით, გამოყოფენ მნიშვნელივან ინფორმაციებს ტექსტიდან.
საგაკვეთილო პროცესში ჩაერთვება სახ ხელოვნების მასწავლებელი,რომელიც გაანალიზებს მოსწავლეთა წარმოდგენილ ნამუშევრებს თემაზე-,,მითი და რეალობა“დაახარისხებს მოსწავლეთა ფანტაზიითა და რეალურად,ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,ქართულ დარბაზში“ შექმნილ ნახატებს.(იხ.დანართი #4) ყურადღებას გაამახვილებს მზის სიმბოლო ,,ბორჯღალზე.“ (მოსწავლეთა ნამუშევრები გაშუქდება პროექტორის საშუალებით.) (იხ.დანართი #1)
მოსწავლეთა ჯგუფები მოახდენენ საშინაო დავალებად მიცემული საკვლევაძიებო მასალების პრეზენტაციას.
I ჯგუფი-,,ბორჯღალი და ბუღაური“ ქართულ დარბაზში.
II ჯგუფი- განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი სახლები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. (იხ. დანართი #2)
III ფაზა-რეფლექსია (გააზრება) (10- წთ.)
მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს. მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ განწყობას,ემოციასა და დამოკიდებულებებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და მიეცემათ საშინაო დავალება- ,,მეამაყება,რომ ვარ ქართველი“-თავისუფალი თხზულება.
| |||
შეფასება
|
გამოყენებული იქნა განმსაზღვრელი შეფასების ფორმები (პ/ჩ, ჩ, წ/ჩ) სტიკერები განმავითარებელი შეფასება -კომენტარი. თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.დაკვირვება ერთერთ მოსწავლეზე ,,ანალიტიკური და ჰოლისტური“ ერთიანი შეფასების სქემა. (იხ. დანართი #5)
| |||
საკლასო მენეჯმენტი (საგანმანათლებლო რესურსები)
|
დრო 45 წუთი
კომპიუტერი,ფურცლები, მარკერები, ფანქრები, ფლომასტერები.
ინფორმაციის წყაროები ნაბეჭდი და ელექტრონული.
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის.
ქართული ენა-ვ. როდონაია.
ქართული მითოლოგია.
http://www.flickr.com/photos/19910608/3753853925/
| |||
No comments:
Post a Comment